Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

მოვისმინეთ და განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები. გავიარე და გავეცანი მოდულ 5, რომელიც მოიცავს მოსწავლეების პროექტების შეფასებას. გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას, მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიებს,წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელ სტრატეგიებს, პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებს, სტრატეგიებს გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის და გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიებს. აღნიშნული ჩემთვის სიახლე იყო და ძალიან დამაინტერესა. შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და ასევე დავიწყე და შევქმენი გაზეთის ჩეკლისტი. დღევანდელი ტრენინგი ძალიან აქტუალური და საინტერესო იყო.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ამოვწურეთ მეოთხე მოდული. აღნიშნული მოდული ეხებოდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას. გავეცანი სახელმძღვანელოში არსებულ სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, რომელიც ეხებოდა მოსწავლის ნიმუშებს.დავიწყე და შევქმენი პროექტის თემიდან გამომდინარე მოსწავლის გაზეთი. დავასრულე და წარმოვადგინე ნაშრომი. ჩემთვის დღევანდელი დღე საინტერესო და სიახლეებით სავსე იყო.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა. ვისწავლე ბლოგის თემის გაფორმება. ასევე განვიხილეთ და ვისწავლეთ დრაივზე ფაილების, ინფორმაციის ატვირთვა და წაშლა. ასევე ფაილის ჩამოტვირთვა და წაშლა. დრაივიდან ინფორმაციის გაზიარება და ბლოგზე ინფორმაციის განთავსება. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის დადება. ასევე დავეუფლე დრაივზე ფაილის აღდგენას. ვისწავლე დრაივზე ჩამოტვირთვა. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვისწავლე რომ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ავტორები, გამოყენებული ლიტერატურა, ლინკები და ა.შ. ვისწავლე ლინკის ჩაკოპირება.

პროექტის ბუკლეტი

Monday, September 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე

დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. გავეცანით ოცდამეერთე საუკუნის უნარ- ჩვევებს. შევარჩიეთ სამი უნარი, რომელიც დაგვჭირდება პროექტშის განხორციელებისთვის. გავეცანით ბუკლეტებს. სახელმძღვანელოში ვნახეთ ბუკლეტის შაბლონი და დავიწყეთ მასზე მუშაობა. რაც სიახლე იყო ჩემთვის და ძალიან დამაინტერესა ამ პროცესმა.

Friday, September 8, 2017

ტრენინგის პირველი დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სავსე სიახლეებითა და ინფორმაციებით.
  დღეს გავეცანით თუ რას მოიცავს მოდული. რა არის პროექტი. რა განსხვავებაა პროექტსა და გაკვეთილს შორის. მიმოვიხილეთ და გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, ვიმუშავეთ ონლაინ სახელმძღვანელოში, რაც ჩემთვის ახალი იყო.
 გავეცანით და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.  თუ რა კომპონენტებისგან შედგება ის. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და გადავიტანეთ პორტფოლიოში.
   მიმოვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი. გავეცანით ბლოგის გახსნას და გავხსენით ბლოგი. არ ვიცოდი ბლოგის შექმნა და ჩემთვის სიახლე იყო.

ტრენინგის შეჯამება

გავიარე ინტელის სასწავლო კურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელ...